26 აპრილი 2024,   14:05
ვრცლად
25 დაღუპული და 50 მდე დაშავებული - ქაბულში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საავადმყოფოსთან 2 ტერაქტი მოხდა 

25 ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად.
ზედიზედ ორი ტერაქტი დედაქალაქ ქაბულში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საავადმყოფოსთან მოხდა. აფეთქებების შემდეგ ისმოდა სროლის ხმაც. პასუხისმგებლობა მომხდარზე უკვე აიღო ტერორისტულმა დაჯგუფებამ ISIS-მა.

კოალიციის სამშვიდობო ძალების გასვლის შემდეგ ავღანეთში მასშტაბური ტერორისტული აქტები სულ უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებს.

დღის ამბები