იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით დევნილთა სააგენტომ მენაშენეების კონკურსი გამოაცხადა.
ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართების შესყიდვა თბილისში, ქუთაისსა და ბორჯომში იგეგმება. პროექტში მონაწილეობის მსურველმა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა საკონკურსო წინადადებები დევნილთა სააგენტოში 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ.