20 ნოემბერი 2024,   13:15
ვრცლად
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა Pfizer-ის ვაქცინის 5-დან 11 წლამდე ბავშვებში გამოყენებას მხარი დაუჭირა

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მატულობს მსოფლიოში. გასულ დღე-ღამეში COVID -19-ით გარდაცვალების რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა რუმინეთში.

არავაქცინირებული პირებისთვის ახალი შეზღუდვები დააწესა საბერძნეთის მთავრობამ. მათ საჯარო დაწესებულებაში შესვლამდე COVID​ ტესტის ნეგატიური პასუხი დასჭირდებათ. საჯარო და კერძო სამსახურებში დასაქმებულები კი ვალდებულები იქნებიან ტესტის პასუხი კვირაში ორჯერ, თავიანთი ხარჯით წარადგინონ.

პირბადეების ტარება კვლავ სავალდებულო გახდა ნიდერლანდებში, სადაც კოვიდ-პასპორტების ჩვენება დამატებით აუცილებელი გახდება მუზეუმებში, სავარჯიშო დარბაზებსა და ღია ტერასებზეც კი.

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კი მხარი დაუჭირა Pfizer-ის ვაქცინის 5-დან 11 წლამდე ბავშვებში გამოყენებას.

დღის ამბები