ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო. "დროას" დამფუძნებელის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის ისეთ კლინიკაში დროულად გადაყვანაა, სადაც შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა იქნება.
ამ წუთებში რუსთავში 12-ე პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია მიმდინარეობს, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ხოშტარიას შიმშილობის შესახებ ინფორმაცია, სწორედ იქ გახდა ცნობილი.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი პროტესტის შეწყვეტას მანამ არ აპირებს, სანამ პატიმრობაში მყოფი მე-3 პრეზიდენტის შესაბამის კლინიკაში ჰოსპიტალიზაცია არ მოხდება.