საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ბრიფინგი გამართა, სადაც კოვიდის დაძლევაზე და მწვანე პასპორტების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მესამე პრეზიდენტის შეწყალებაზე კი განაცხადა, რომ არასოდეს შეიწყალებს და პოზიცია არ შეუცვლია.
"დღეს აქვს ყველას ერთი კითხვა, რა იქნება ახლა? როგორ და რა ფორმით უნდა დასრულდეს პოლარიზაცია- რაც არ მიიღწევა, არც ქუჩით, არც დესტაბილიზაციით, არც ბოიკოტით, არც თვითდაჯერებით, არც მტრის და მოღალატის ხატის შექმნით, არც გამარჯვებულის და დამარცხებულის დამცირებით.
რეალურად, ჩატარებული არჩევნები ამის საშუალებას გვაძლევს, გვაძლევს საშუალებას, რომ დავიწყოთ ქვედა საფეხურიდან.
მნიშვნელოვანია, მედია, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. მედიას შეუძლია პოლარიზაციის შემცირებაში და საზოგადოების დამშვიდებაში დიდი წვლილი შეიტანოს.
პასუხისმგებლობა დიდი აქვს საპატრიარქოსაც, რომ პანდემია შემცირდეს. პასუხისმგებლობა ამ საკითხზე აქვს მოქალაქეებსაც, ვინც პირადი შიშების გამო ქვეყანას დემოგრაფიული საშიშროების წინაშე აყენებს
ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულობის მსხვერპლის არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ის არის ნებაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლა მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას. ამ საკითხს მე არასოდეს დავუბრუნდები“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.