"ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ "დროას" ლიდერის მიერ შიმშილობის გამოცხადება მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ემსახურება რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების განეიტრალებას. გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას ამგვარი განცხადებების გამო დასავლეთთან პრობლემები გაუჩნდა:
"მთავარი აქცენტი, რომელიც ჩვენი ოპონენტების მიერ კეთდება, ახლა ელენემ თავისი შიმშილობით გამოასწორა, მიხვდა ეტყობა რომ ძალიან ცუდად წავიდა განვითარება და დასავლეთთან სერიოზული პრობლემები გაუჩნდა ამ განცხადებებს და კლინიკაზე გადაიტანა აქცენტი, როცა გადატანილია აქცენტი - რაზე? - რომ გზაში უნდ თავს დაესხნენ, მოიტაცონ, მსხვერპლი იყოს... ამით ყურადღების გადატანა უნდათ, რომ კლინიკაში გადაიყვანეთ, ჰუმანურად მოექეცით, ჯანდაცვის ხაზით აღმოუჩინეთ დახმარება. მე მგონია, რომ ელენე ხოშტარიამ ტაქტიკური ნაბიჯი გადადგა ამასთან მიმართებაში," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, მათ საკანონმდებლო ორგანოში მოშიმშილე დეპუტატის გამოცდილება არ ჰქონიათ.
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა ცოტა ხნის წინ დაიწყო, მისი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის ისეთ კლინიკაში დროულად გადაყვანაა, სადაც შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა იქნება.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი პროტესტის შეწყვეტას მანამ არ აპირებს, სანამ პატიმრობაში მყოფი მე-3 პრეზიდენტის შესაბამის კლინიკაში ჰოსპიტალიზაცია არ მოხდება.