16 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
"როდესაც იქნება გარანტირებული უსაფრთხოება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის, მე შევწყვეტ შიმშილობას" - ელენე ხოშტარია

პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიას მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. "დროას" დამფუძნებელი აცხადებს, რომ მისი პროტესტი საკანონმდებლო ორგანოში გაგრძელდება მანამ, სანამ არ მოხდება პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია.

"მთავარი მოთხოვნა არის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. იმ მომენტში, როდესაც იქნება გარანტირებული უსაფრთხოება მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის, მე შევწყვეტ შიმშილობას, იმიტომ, რომ ეს საფრთხე ცდება უბრალოდ ერთ ადამიანს, თუმცა ესეც საკმარისი იქნებოდა. ეს არის დიდი გამოწვევა და საშიშროება ქვეყნისთვის. რაც არ უნდა სიძულვილი და დაპირისპირება იყოს ქვეყანაში, "ოცნებაც" კი საკუთარი სტანდარტით უნდა დაფიქრდეს, რომ ამ სიტუაციაში მოგებული არავინ იქნება, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს შეექმნება პრობლემა," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შიმშილობას შეუერთდა პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" ერთ-ერთი წევრი ირაკლი გოგუაძეც. ირაკლი გოგუაძის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

"ვიცით, რომ ადამიანის რესურსი ამოწურვადი არის და ძალიან დიდი ხანია უკვე ის შიმშილობს, ყოველ წამს შეიძლება ფატალურად დასრულდეს. ქვეყანას არ გააჩნია არანაირი რესურსი იმისა, რომ კიდევ ერთი მიცვალებული პრეზიდენტი მივიღოთ," - განაცხადა ირაკლი გოგუაძემ.

დღის ამბები