16 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
ანუ შიმშილობს ადამიანი, რომ სხვისი შიმშილობის გაურკვეველი მიზანი დაკმაყოფილდეს - გურამ მაჭარაშვილი ელენე ხოშტარიაზე

პარტია "დროას" დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას შიმშილობის გადაწვეტილებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან.

"ვისურვებდი, რომ ვისაც სოლიდარობა აქვს სააკაშვილის მიმართ, მეტი თანაგრძნობა ჰქონდეს იმ ადამიანებისა და ოჯახების წინაშე, ვისაც აწამებდა და ვისი სიცოცხლის უფლებაც მოსპო სააკაშვილმა. ვინც დღეს ცდილობს, რომ იყოს სააკაშვილის მიმართ სოლიდარული, ეს იმას ნიშნავს, რომ ამართლებს და ახალისებს იმ ძალადობას, რომელსაც სააკაშვილის შემოქმედებით სისტემური ხასიათი ჰქონდა," - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა.

გურამ მაჭარაშვილისთვის კი, ხოშტარიას გადაწყვეტილება გაუგებარია.

"არ ვიცი ამას რა შეიძლება ვუწოდოთ, ანუ შიმშილობს ადამიანი, რომ სხვისი შიმშილობის გაურკვეველი მიზანი დაკმაყოფილდეს. ახლა შეიძლება სხვა რომელიმე ოპოზიციონერი გამოვიდეს და დაიწყოს შიმშილობა და იტყვის, რომ დაკმაყოფილდეს ელენე ხოშტარიას მოთხოვნა, რომ დაკმაყოფილდეს მერე პატიმარ სააკაშვილის მოთხოვნა. ამდენად არასერიოზულად ქმნიან ამ სიტუაციას," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები