მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებებს მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთის საფუძველზე იღებს.
"ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ ქვეყანაში სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებებს მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთის ფარგლებში იღებს. მისი გუშინდელი განცხადებები არაფერს არ ნიშნავს. ხვალ და ზეგ, როდესაც ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო მკაფიოდ იტყვიან და მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ტყვეობიდან განთავისუფლებას, სალომე ზურაბიშვილის ეს პათოსი სადღაც გაქრება და ჩვენ მოვისმენთ მის მიერ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას,"- განაცხადა ბექა ბასილაიამ
ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 35-ე დღეა