მიხეილ საკაშვილის ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას სამოქალაქო კლინიკაში სრულფასოვანი მკურნალობა ესაჭიროება.
"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ უარესდება ეს ცხადზე ცხადია და აშკარად შესამჩნევია ვიზუალურად მისი წონის კლებიდან გამომდინარე, რაც შეეხება ალტერნატიულ კონსილიუმს, ჩვენ ვნახეთ, სასჯელაღსრულების დაწესებულება არ უშვებს ალტერნატიულ კონსილიუმს, არ აძლევს უფლებას, რომ შევიდნენ და მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი. სასწრაფოდ მიხეილ საკაშვილი გადასაყვანია სამოქალაქო კლინიკაში, სადაც ის შეძლებს სრულფასოვან სამედიცინო მომსახურების მიღებას,“- განაცხადა გიორგი გელხაურმა.
ესპრეზიდენტი ადვოკატებმა ციხერში დღეს მოინახულეს.