16 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
"პენიტენციური სამსახური ვეღარ მართავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას" - ბექა ბასილაია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და დაუყოვნებლივ საჭიროებს კერძო კლინიკაში მკურნალობას. 

"ჩვენ გვაქვს ანალიზების მონაცემები, რომლებიც არის  შემაშფოთებელი, ცილების მაჩვენებელი არის  უკვე სასიცოცხლო ნიშნულისათვის პრობლემა, D-დიმერი არის  პრობლემური, პულსის და წნევის კონტროლი დღითიდღე  რთულდება. ბილირუბინის ფერმენტი კრიტიკულად არის მომატებული, რაც ღვიძლის ფუნქციონირებას უშლის ხელს.

პენიტენციური სამსახური ვეღარ მართვას პაციენტის მდგომარეობას და მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ არის გადასაყვანი კერძო კლინიკაში,"-განაცხადა ბექა ბასილაიამ 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 35-ე დღეა. 

დღის ამბები