16 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
"მივესალმები პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას, სადაც მან კვლავ დაადასტურა, რომ არ მოხდება მესამე პრეზიდენტის შეწყალება" - თეა წულუკიანი

საქართველოს ვიცე-პრემიერი და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხს ეხება.

თეა წულუკიანი სრულიად იზიარებს პრეზიდენტის პოზიციას და ამბობს, რომ საკითხს ზედმეტი შეფასება აღარ სჭირდება და ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც სჩადის დანაშაულს, სასჯელი უნდა მოიხადოს.

"მივესალმები ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც მან კვლავ დაადასტურა, რომ არ მოხდება მესამე პრეზიდენტის შეწყალება, ვინაიდან მას დანაშაულები აქვს ჩადენილი, ეს დადასტურებულია შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებებით და როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, დამნაშავემ უნდა მოიხადოს ის სასჯელი, რომელიც აქვს მისჯილი. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ზედმეტი შეფასებები და კომენტარები ამ საკითხს აღარ სჭირდება და ყველა უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ როდესაც ჩადი დანაშაულს, იქ არის უკვე კანონით გათვალისწინებული სასჯელიც," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები