დეკანოზ მიაქაელ ბოტკოველი მიხეილ სააკაშვილთან პატრიარქის წერილის გადასაცემად მივიდა. როგორც დეკანოზმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, წერილში პატრიარქი ექსპრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტის თხოვნით მიმართავს.
"კიდევ ერთხელ მოვედი ბატონ მიხეილ სააკაშვილთან, ისევ იგივე დავალებით, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით წერილი მაქვს გადასაცემი. წერილის შინაარსი შეეხება ისევ და ისევ მის პრინციპულ პოზიციას შიმშილობასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე მინდა წერილი გადავცე და მოვიკითხო მისი უწმინდესობის სახელით. უწმინდესობის თხოვნა და რჩევა არის, რომ შეწყვიტოს შიმშილობა,"- განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.