16 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
გიული ალასანია ზელენსკის დახმარებას და მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანას სთხოვს - ექსპრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს

პატიმარი ექსპრეზიდენტის მორიგი გზავნილის შინაარსიც და ხელწერაც უცვლელია - პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება.

საპატიმროში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მადლობას უხდის ელენე ხოშტარიას და ყველა იმ მხარდამჭერს, რომლებმაც შიმშილობა დაიწყეს.

პატრიარქის წუხს, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, ამიტომ უწმინდესმა ექსპრეზიდენტს პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტა მეორეჯერ სთხოვა, თუმცა კვლავ უარი მიიღო.

ადვოკატების ინფორმაციითვე, შიმშილობის 35-ე დღეს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მათი თქმით, გაუარესებულია სასიცოცხლო პარამეტრებიც, ამიტომ პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას სასწრაფო წესით მოითხოვენ.

ამბობენ, რომ რუსთავის კოლონიის ექიმები ვეღარ ახერხებენ მსჯავრდებულის სათანადო მკურნალობას და სისტემის გარედან შეჰყავთ პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალისტები. ისინი საპატიმროში ალტერნატიული სამედიცინო კონსილიუმის დაშვებასაც მოითხოვენ.

მოშიმშილე პატიმარს არ ივიწყებენ არც მისი თანამებროძოლები, საპატიმროში დღეს ბაჩუკი ქარდავა იმყოფებოდა.

ექსპრეზიდენტის შიმშილობის 35-ე დღეს მიხეილ სააკაშვილის დედამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დახმარების თხოვნით მიმართა. გიული ალასანიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც შვილის უკრაინაში გადაყვანას ითხოვს.

პენიტენიციურ დაწესებულებასთან ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით მხარდამჭერები და თანამებრძოლები დღესაც შეიკრიბნენ. ისინი აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სიცოცხლე ახლა საფრთხეშია და ხელისუფლებას მისი სამოქალაქო კლინიკაში დროული გადაყვანისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები