თბილისში მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ოფიციალურ შეხვედრებს დღესაც განაგრძობს. დაგეგმილია ერიკა ოლსონის შეხვედრა პრეზიდენტთან, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. პირველი აუდიენცია კი ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან გამართა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში საქართველოსა და აშშ-ის ძლიერი პარტნიორობა ორი ქვეყნის საერთო ინტერესებისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ხაზი გაესვა ამერიკის ურყევ, ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.