პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია პარლამენტში შიმშილობას განაგრძოს.
მისი მოთხოვნა ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. მოშიმშილე დეპუტატი ცოტა ხნის წინ, პარლამენტის თავმჯდომარემ მოინახულა.
"უბრალოდ მოვინახულე მაინტერესებდა ჰქონდა, თუ არა ყველანაირი პირობა, მინდა ყველამ იცოდეს, რომ პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში ექიმი მუშაობს. ყველა ადამიანს აქვს შიმშილობის უფლება, ჩემთვის მთავრია, რამე ხომ არ აკლია და მისი ჯანმრთელობა როგორია,"- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ.
როგორც ელენე ხოშტარიამ თქვა, კახა კუჭავას მასთან მისვლის მიზეზი იყო უბრალოდ, ადამიანურად მისი მოკითხვა.
"ეს კარგი მაგალითია იმისა, რომ ასეთ დაპირისპირებაშიც კი, განსხვავებით სხვებისგან ადამიანური სახის შენარჩუნება არის ძალიან ძნელი. თუ არ იქნება რეაგირება, ვფიქრობ პროტესტის გამწვავებაზე,"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.