"გირჩს" ახალი ინიციატივა აქვს - საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, კანაფის მოხმარება სისხლის სამართლის კოდექსით აღარ დარეგულირდება და მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება.
პარტიის წევრებმა, იუსტიციის სამინისტროსგან ინფორმაციაც გამოითხოვეს, თუ რამდენი ადამიანი იხდის სასჯელს კანაფის მოხმარების.
"ჩვენ ახლა შემოგვაქვს კანონპროექტი, რითაც სისხლის სამართლის სფეროდან საერთოდ ამოდის, მცენარე მარიხუანას და კანაფთან დაკავშირებული ურთიერთობები და ეს იქნება, ადმინისტრაციული სამართალ დარღვევის საქმე,"- ამბობს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კი აცხადებს, რომ თუკი ამ კუთხით რაიმე გადაცდომა იქნება, რეაგირებას მოახდენენ.
"ჩვენ თავის დროზე მივიღეთ ცვლილებები, კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება მომხმარებელი. თუ მაინც არის გადაცდომები, ჩვენ ამასთან დაკავშირებით რეაგირება გვექნება,"- აცხადებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.