ირაკლი ღარიბაშვილი შტატების პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
დემოკრატიის სამიტზე, რომელიც 9 და 10 დეკემბერს, დისტანციურ რეჟიმში გაიმართება, 106 სახელმწიფოა მიწვეული. სამიტის გამართვის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში დღეს გავრცელდა.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ მიწვეული ქვეყნის მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
სამიტის მთავარი თემა დემოკრატიული განვითარება, მასთან დაკავშირებული გამოწვევები და შესაძლებლობებია. დემოკრატიის სამიტზე მოწვეულ ქვეყნებს შორის არ არის რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანიც.