"ყოფილი პოლტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე 7 ნოემბერს აქციას აანონსებს. მისი თქმით, 2007 წლის 7 ნოემბერი არავის უნდა დაავიწყდეს და ამ მიზნით წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული ადმიანები კვირას პარლამენტთან შეიკრიბებიან:
"მას შემდეგ რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაბედა და თქვა, რომ 7 ნოემბერთან მიახლოებულ თარიღში შესაძლებელი იყო მათი მხრიდან რაიმე აქციის ჩატარება, ამან განაპირობა ჯგუფებს შორის კოორდინირება. ყველა 7 ნოემბერი სანამ ჩვენ ცოცხლები ვიქნებით იქნება აღნიშნული და იქნება პროტესტი იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა," - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.