16 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
მე-2 ტურზე გადათვლილია 274 საარჩევნო უბნის მონაცემები, დაწერილია 492 საჩივარი, დაკმაყოფილდა - 62 - ცესკო 

საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრების საფუძველზე კიდევ 15 საარჩევნო უბნის მონაცემები გადაითვალეს - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა განაცხადა.

როგორც ნათია იოსელიანმა განმარტა საერთო ჯამში, არჩევნების მეორე ტურზე გადათვლილია 274 საარჩევნო უბნის მონაცემები და დაწერილია 492 საჩივარი.

"კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში სულ საოლქო საარჩევნო კომისიებში წარმოდგენილი იყო 492 საჩივარი. მათ შორის დაკმაყოფილდა – 62, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – 36, არ დაკმაყოფილდა – 297, განუხილველი დარჩა – 51, გაითხოვეს – ოთხი საჩივარი და განხილვაშია – 42," განაცხადა ნათია იოსელიანმა.

დღის ამბები