ამერიკის შეერთებული შტატები საუდის არაბეთს 650 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებას მიჰყიდის.
პენტაგონის ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული შეთავაზებით ამერიკის მეგობარი ქვეყნის, საუდის არაბეთის უსაფრთხოება მნიშნვნელოვნად გაიზრდება, რაც შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებასაც უზრუნველყოფს.
პენტაგონის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ახალი შეიარაღებით საუდის არაბეთი მიმდინარე და სამომავლო საფრთხეებს უფრო მომზადებული შეხვდება.