27 აპრილი 2024,   08:15
ვრცლად
სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები უარესდება, ხვალ ვიკრიბებით რუსთავში და იქ ვიქნებით, ვიდრე არ გადაიყვანენ სამოქალაქო საავადმყოფოში - ნიკა მელია

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ბრიფინგი. ნიკა მელიამ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და დაგეგმილი აქციის დეტალები გაასაჯაროვა.

მელიამ მოქალაქეებს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ხვალისთვის დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

"ვითარება არის მძიმე. მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები დღითიდღე უარესდება და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რომ ეს ისტორიული უსამართლობა აღვკვეთოთ. არ დავუშვათ ის, რაც ჩვენ ისტორიის წინაშე დამნაშავეებად წარმოგვაჩენს. ამიტომ, ხვალ, 17:00 საათზე ჩვენ ძალიან ბევრნი უნდა შევიკრიბოთ რუსთავში, რუსთავის ციხესთან. იქ ვიქნებით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში," - აღნიშნა ნიკა მელიამ. 

დღის ამბები