პირველად ნიუ-იორკში ქალაქის ახლად არჩეული მერი ხელფასს კრიპტოვალუტის სახით აიღებს.
ერიკ ადამსის მიზანია, რომ ნიუ-იორკი კრიპტოვალუტის ინდუსტრიის ცენტრად აქციოს, ამიტომ ახლად არჩეულ მერის სურვილია, პირველი სამი ხელფასი ბიტკოინის სახით მიიღოს.
ერიკ ადამსმა ნიუ-იორკის მერის პოსტზე დემოკრატი ბილ დე ბლაზიო ჩაანაცვლა, რომელიც ქალაქის მერი 7 წლის განმავლობაში იყო. ადამსმა მერის არჩევნებზე კონკურენტი, ამერიკელი რადიოწამყვანი, რესპუბლიკელი კურტის სლივა 37 პროცენტიანი სხვაობით დაამარცხა.
ერიკ ადამსი, ნიუ-იორკში მეორე ფერადკანიანი მერია, რომელიც ქვეყნის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქის მმართველი გახდა.
პირველი ფერადკანიანი მერი დევიდ დინკინსი იყო, რომელიც ქალაქს 1990-1993 წლებში მართავდა.