16 ნოემბერი 2024,   14:06
ვრცლად
საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი - ერიკა ოლსონი თბილისში სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ახლად დანიშნული თანაშემწე რეგიონში შეხვედრებს განაგრძობს. არსებული ინფორმაცით, ერიკა ოლსონი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ სომხეთში გაემგზავრა, თუმცა თბილისში კვლავ დაბრუნდება.

პირველი აუდიენცია ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან გამართა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში საქართველოსა და აშშ-ის ძლიერი პარტნიორობა ორი ქვეყნის საერთო ინტერესებისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ხაზი გაესვა ამერიკის ურყევ, ორპარტიულ მხარდაჭერას. ამერიკელი სტუმრის ჩამოსვლა საპარლამენტო უმრავლესობისთვისაც იმის ნიშანია, რომ საქართველო სტრატეგიული პარტნიორისთვის პოლიტიკურად აქტუალური ქვეყანაა. 

საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი - ერიკა ოლსონი თბილისში სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა. მას ჩანიშნული აქვს აუდიენციები პოლიტიკურ პარტიებთანაც. მთავარი ოპოზიციური ძალის მთავარი გზავნილი ამერიკელ მაღალჩინოსანთან მიხეილ სააკაშვილის საკითხი იქნება. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ აშშ მდივნის მოადგილის თანაშემწე საქართველოში არსებული შიდაპოლიტიკური ვითარებით თავად დაინტერესდება.

მმართველი გუნდისგან კი მთავარი გზავნილები გლობალურ უსაფრთხოებას, საგარეო პროგრესსა და ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები იქნება. ოცნებაში აცხადებენ, რომ ვიზიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს საქართველოს მიმართ ამერიკის მხარდაჭერას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე პოლიტიკურ ძალებს მიმდინარე დღეებში შეხვდება. ერიკა ოლსონი საგარეო საქმეთა მინისტრთან ორმხრივ შეხვედრასაც გეგმავს.

დღის ამბები