მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში შიმშილს განაგრძობს. "დროას" დამფუძნებელი უკვე მეოთხე დღეა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს.
"ვაგრძელებ შიმშილობას, სანამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საფრთხე არ მოიხსნება. ამას კი კონკრეტულად სჭირდება მულტიფუნქციურ კლინიკაში მისი გადაყვანა. თუ ეს პროცესი დიდი ხანი გაგრძელდა, ვფიქრობ ფორმების გამწვავებაზე,"- აცხადებს ელენე ხოშტარია.