16 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
სისხლის სმიდან ჩამოვიდნენ იმაზე, რომ თურმე ფაფას ჭამს ეს კაცი და ლიმონათს სვამს - ლევან ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

იუსტიციის მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც შიმშილობა აქვს გამოცხადებული, ფაფას და ნატურალურ წვენებს იღებს, ოპოზიციაში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.  ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ამ ფაქტის რეალურობის შემთხვევაში, მმართველი ძალა შესაბამის მტკიცებულებებს დაუყოვნებლივ გაასაჯაროებდა:

"სისხლის სმიდან ჩამოვიდნენ იმაზე, რომ თურმე ფაფას ჭამს ეს კაცი და ლიმონათს სვამს. რამდენად სერიოზულია ეს თავად განსაჯოს მაყურებელმა. მე მაინც მჯერა, რომ სააკაშვილს ხელში კოვზი რომ დაეჭირა ბანერებს გამოკიდებდნენ, არათუ დედაქალაქში, არამედ საქართველოს მასშტაბით. მათ ვიზუალურად სააკაშვილის გამოჩენისაც ეშინიათ, პლუს ამას ხმის გაგონებისაც. არ დაგვავიწყდეს რომ მას ამ დრომდე არ ეძლევა სასამართლოს უფლება და ამ დრომდე მას აკრძალული აქვს სატელეფონო ზარები," - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები