პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ შექმნილ სიტუაციაში ლეგიტიმურია იუსტიციის მინისტრის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ინფორმაციის ნაწილის გასაჯაროება:
"როდესაც საზოგადოებაში ხდება იმ აზრის ტირაჟირება და დარწმუნების მცდელობა, რომ კრიტიკულ ზღვარზეა ადამიანის ჯანმრთელობა, ასეთ დროს იმის თქმა, რომ რეალურად ეს ვითარება არ გვაქვს და ამის ახსნა რატომ არ გვაქვს, მე მგონია, რომ აბსოლუტურად ლეგიტიმურია.
ვითომ გულშემატკივრები ადამიანის ჯანმრთელობის და სინამდვილეში აბსოლუტურად სხვა ინტერესები და მოტივი აქვთ. არავითარი ცოტნე დადიანის ხატის შექმნა, იმიტომ რომ ვიღაცას ასე სურს დღეს რევოლუციური სცენარის განვითარებისათვის გამოადგეს არ იქნება მართებული, თუ ეს გადის ადამიანის შეცდომაში შეყვანის ხაზით," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძე.