მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კონკრეტული ინფორმაციის მიწოდების თხოვნით, იუსტიციის მინისტრს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ მიმართა. წერილში მოთხოვნილია, როგორც სააკაშვილის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა, ასევე ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალები.
"ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს რომ საპარლამენტო კონტროლი განხორციელდება იმ მიმართულებაზე, რასაც ჰქვია პენიტენციური დაწესებულებაში სააკაშვილის ყოფნის პერიოდში მისი უფლებების დაცვა. ბევრი ადამიანი ცდილობდა წარმოეჩინა მიმდინარე მოვლენები სინამდვილესთან შეუსაბამოდ. აქ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონოდა ზუსტი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ამ საკითხის ირგვლივ სწორი შეხედულების ჩამოყალიბებისთვის. ჩემი წერილი, სადეპუტატო კითხვა გულისხმობდა ინფორმაციის მოძიებას იმ საკითხების ირგვლივ, რომელიც ამ თვალსაზრისით შეიძლება ყურადღებას იმსახურებდეს," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.