"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე, იუსტიციის მინისტრის განცხადებას, მიხეილ სააკაშვილზე, რომელის მიხედვითაც, ექსპრეზიდენტი არ შიმშილობს და ფაფეულით იკვებება, სოციალურ ქსელში ეხმაურება. მდინარაძე წერს, რომ კიდევ ერთი ტყუილი გამოაშკარავდა, რაც მისი თქმით, მოსალოდნელი იყო.
"კიდევ ერთი ტყუილი გამოაშკარავდა!
ალბათ იშვიათად თუ გახსენდებათ ფეიკშიმშილობა და ესეც სხვა ტყუილების მთავარი შემკვეთის შესრულებით ვნახეთ.
ვამბობდი და მოსალოდნელიც იყო...
თუმცა გასაკვირიც არ არის მათგან, ვინც ტერიტორიების 20% რუსეთს ჩააბარა, შემდეგ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, სადაც ქართველი სამხედროები დაადანაშაულა ომის დაწყებაში და რუსულ იარლიყს სხვას აწებებს!
მათგან, ვისი ფასადური "აღმშენებლობაც" ისეთივე სიყალბე იყო, როგორც მათი ტელევიზიების დღევანდელი "ნიუსების" 99%!
მათგან ვინც ძალაუფლების შენარჩუნებას და გამყარებას ტოტალური შიშის დანერგვით, ბიზნესის მასიურად წართმევით, მედიის ჩახშობა/მისაკუთრებით და ერთ ხმაში საუბრით, პატიმრების წამებით, ადამიანების ღირსების განადგურებით, მკვლელობებით და მაგიდაზე გადასკოჩილი "ეჭვმიტანილი" მამაკაცების გაუპატიურებით ცდილობდა!
რამდენიმე დღის წინ ვთქვი, ორმოცდამეერთე დღეს ველოდები, როცა სააკაშვილი (ორმოცდღიანი "შიმშილობის" ფონზე) ისევ ჯანმრთელად იქნება და სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდებამეთქი. ეს ნათქვამიც გააყალბეს, სიკვდილს ელოდებიანო, - მათი გონება სხვანაირად ვეღარ მუშაობს...
ორმოცდამეერთე არა, მაგრამ ოცდამეჩვიდმეტე დღეს გაირკვა, რომ შიმშილობაც კი მორიგი დადგმული ფეიკია!
ტყუილებს და ბოროტებასაც თავი რომ დავანებოთ, უმძიმესი სანახავია და თანამედროვე სამყაროში მხოლოდ პუტინის და კიმ ჩენ ინის შემთხვევაში თუ გაახსენდება ვინმეს ლიდერის (თუ ბელადის) მიმართ ასეთი ფანატიზმი, ლექსების მიძღვნა, გაბზარული, ტირილნარევი ხმა თუ მონოლოგები და ათასი სხვა მესიანისტური დითირამბი!
მსგავსი აღარასდროს იქნება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, რომელიც განათლებულ, სამშობლოსმოყვარულ, ეროვნულ და ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებულ მომავალ თაობებს ეკუთვნით!"- წერს მამუკა მდინარაძე.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი გარკვეული სახის ფაფებსა და ნატურალურ წვენებს იღებს