16 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
ყველანაირი ფეიკი გამიგია "ნაცებო" თქვენგან, მაგრამ ფეიკშიმშილობა სხვა დონეა - პირველი პრეზიდენტის შვილი სააკაშვილს წიწიბურას სთავაზობს 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია, სოციალურ ქსელ "ტვიტერში", იუსტიციის მინისტრის განცხადებას, მიხეილ სააკაშვილზე, რომელის მიხედვითაც, ექსპრეზიდენტი არ შიმშილობს და ფაფეულით იკვებება, ეხმაურება და წერს, რომ "ნაციონალური მოძრაობისგან" ყველანაირი ფეიკი გაუგია, მაგრამ მისი თქმით,"ფეიკშიმშილობა არის სხვა დონე". 

გიორგი გამსახურდია ტექსტთან ერთად წიწიბურას ფოტოს ავრცელებს - " ეს ჩემგან თქვენს ბელადს".

"ცოტნე რომ შიმშილობდა და მართლა შიმშილობდა, პროკურატურის და სად-ის პასუხი იყო, რომ გაუარესების შემთხვევაში გადასხმას გავუკეთებთო.

უფრო მეტიც, რასაც იმსახურებს იმას ამით ვერ შეცვლისო. ყველანაირი ფეიკი გამიგია ნაცებო თქვენგან, მაგრამ ფეიკშიმშილობა არის სხვა დონე. ეს ჩემგან თქვენს ბელადს,"- წერს გიორგი გამსახურდია. 

No description available.

დღის ამბები