16 ნოემბერი 2024,   13:55
ვრცლად
ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს იწყებს - რუსთავის ციხესთან მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები იკრიბებიან

ოპოზიციის უწყვეტი საპროტესტო ტალღა დაიწყო - რუსთავის ციხესთან მსჯავრდებული ექს პრეზიდენტის მხარდამჭერები იკრიბებიან. დამონტაჟებულია სცენაც საიდანაც ლიდერები შეკრებილებს მიმართავენ. 

აქციის ძირითადი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იქნება.

"თავისუფლება მიშას - ესაა ჩვენი მთავარი მოთხოვნა, ეს იყო გუშინაც 30 დღის წინაც და რა თქმა უნდა დღესაც. მაგრამ დღეს უკვე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ იყოს გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში სადაც მას სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება გაეწევა. ეს იქნება უწყვეტი პროტესტი, ჩვენ ბევრი დრო არ გვაქვს," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი.

პერიმეტრს სამართალდამცველები აკონტროლებენ.

დღის ამბები