26 აპრილი 2024,   09:06
ვრცლად
ვიდეო: პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის კვების კადრებს ასაჯაროებს

როგორ იკვებება მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი - სპეციალური პენიტენციური სამსახური ვიდეოკადრებს ავრცელებს. 

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს. აღნიშნული ფოტო და ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში. ასევე ვასაჯაროებთ იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც მიიღო მიხეილ სააკაშვილმა,"- განმარტავს პენიტენციური სამსახური.

Semper-ი, nutriben-ი და nutricia protifar-ი - ვიდეოკადრებთან ერთად  სპეციალური პენიტენციური სამსახური ფოტოებსაც ავრცელებს, სადაც ასახულია კონკრეტულად რა სახის ფაფეულით იკვებება მსჯავრდებული მე-3 პრეზიდენტი. 

 

 

დღის ამბები