16 ნოემბერი 2024,   14:02
ვრცლად
სამედიცინო თვალსაზრისით დანამატებს მიღება კვებად ​არ ითვლება, პროტოკლით შიმშილობაა - ირაკლი აბესაძე მიხეილ სააკაშვილზე

პენიტენციური სამსახურის მიერ იმ კადრების გამოქვეყნების შემდეგ, სადაც უწყების მტკიცებით სააკაშვილის მიერ საკვების მიღებაა ასახული, პოლიტიკოსთა მხრიდან პირველი განცხადებები კეთდება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელების და თანამოაზრეების მხრიდან.

ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ დანამატების მიღება სამედიცინო თვალსაზრისით კვებად არ ითვლება

"მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გარკვეული დანამატები სამედიცინო თვალსაზრისით ეს ცალსახად არ ითვლება კვებად და პროტოკლით ეს არის შიმშილობა, ანუ მიხეილ სააკაშვილი 37 თუ 383 დღეა შიმშილობს," - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

კონსილიუმის მითითებების მიხედვით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველყოფას ითხოვს სალომე სამადაშვილი.

"არსებობს კონსილიუმი, რომელიც შექმნა სახელმწიფომ, ამ კონსილიუმის მითითებები არსებობს სააკაშვილის ჯანმრთელობა როგორ უნდა იქნას უზრუნველყოფილი და განსაკუთრებულს არავინ ითხოვს, უბრალოდ მოთხოვნაა რომ კონსილიუმის მითითებები შესრულდეს,"- აცხადებს სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები