რუსთავში, "ნაციონალური მოძრაობისა" და მათი მხარდამჭერების აქციაზე, სიტუაცია დაიძაბა, ერთ-ერთი მამაკაცი იგინებოდა, იყო აგრესიული, რასაც სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით 2 პირის დაკავება მოჰყვა.
აქციაზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია, ისინი თითქმის ერთ კილომეტრიან მონაკვეთზე არიან განლაგებულები. ადგილზე განთავსებულია ჯებირებიც.