18 მაისი 2024,   13:42
ვრცლად
გილოცავთ ერეკლეობას...გამორჩეული მეფის უდიდეს ღვაწლს მადლიერი ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მოსახლეობას ერეკლეობას ულოცავს. ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

"გილოცავთ ერეკლეობას - სახელოვანი მეფის, ერეკლე II-ის დაბადების დღისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულს.

ერეკლე II იყო ბრწყინვალე სამხედრო სტრატეგი და შეუპოვარი მებრძოლი, თავისი ეპოქის განთქმული პოლიტიკოსი და რეფორმატორი. მის სახელს უკავშირდება საქართველოს გაერთიანებისა და მოდერნიზაციისაკენ მიმართული, ცოდნასა და განათლებაზე დაფუძნებული რეფორმები, მრეწველობისა და კულტურის განვითარება - პირველი ფაბრიკებისა და ქარხნების გაჩენა, სამთამადნო წარმოების დაწყება, სასულიერო სემინარიებისა და სკოლების, საერო თეატრის დაარსება.
სამშობლოს წინაშე გამორჩეული მეფის უდიდეს ღვაწლს მადლიერი ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს,"-წერს პრემიერი. 

დღის ამბები