მოძრაობა "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია შიმშილს არ შეწყვეტს.
"• მე-5 დღე იწყება, რაც წყალზე ვარ (უშაქრო ყავასაც ვსვამ)
• ყოველდღე მოდის ექიმი
• ხვალიდან ანალიზებსაც ავიღებ უკვე
• ყველა მაჩვენებელი ნორმაში მაქვს
• ერთი წამიც კი არ ყოფილა, რომ შიმშილს შევეწუხებინე
• არაფერი არ მაწუხებს. განწყობა მაქვს ძალიან მშვიდი და მყარი.
აბსოლუტურად არ მანერვიულებს არც ოცნების წევრების, არც ტროლების ქილიკი, ამიტომ არც თქვენ შეყვეთ ჩხუბში.
როგორც კი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე მოიხსნება, ცხადია, შევწყვეტ შიმშილობას. მანამდე შანსი არაა!
შიმშილის ერთ-ერთი მიზეზი მძიმე დაპირისპირების თავიდან აცილებაა, რაც კლინიკაში გადაყვანით განეიტრალდება. ამიტომ, ვინც ანგარიშს მიწევს, გთხოვთ მოუფრთხილდით ერთმანეთის ნერვებს და საერთო ისტერიაში არ შევიდეთ,"- წერს ელენე ხოშტარია.