16 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
რუსთავის აქციაზე გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ მამაკაცს გული აწუხებდა

აქციის მონაწილე, რომელიც რუსთავის ციხესთან ცუდად გახდა და გარდაიცვალა, დმანისში, საკუთარ სახლში გადაასვენეს, გარდაცვლილი 60 წლის მამაკაცია.

გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ მამაკაცს გული აწუხებდა, მათივე თქმით გარდაცვლილი აპოლიტიკური ადამიანი იყო. 

შსს-მ გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

დღის ამბები