პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკვე თვეზე მეტია შიმშილობს, გასულ ღამით სახალხო დამცველის მოადგილემ მოინახულა. გიორგი ბურჯანაძე მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნით შევიდა.
გიორგი ბურჯანაძის თქმით, ექსპრეზიდენტს სურდა სახალხო დამცველის აპარატისთვის ეცნობებინა საკუთარი პოზიცია კვებასთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალის შესახებ.
"მოხდა დაკავშირება ჩვენს ცხელ ხაზთან. ციხის ადმინისტრაციამ გვითხრა, რომ პატიმარს ჰქონდა ჩვენი ნახვის სურვილი გარკვეული ინფორმაციის მოწოდების თვალსაზრისით. ის, ბუნებრივია, უკმაყოფილო იყო იმ განცხადებებით და ინფორმაციით, რაც მის კვებასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა. ის საკვები დანამატები ერთად ეწყო, აღნიშნავს, რომ ის თვალით არასდროს უნახავს და არც იცის, სად არის გადაღებული, აღნიშნავს, რომ ნებისმიერი დანამატი, რომელიც მიიღო, მიიღო ექიმის თხოვნით, როგორც გარკვეული მედიკამენტის შემცველი,"-აცხადებს სახალხო დამცველის მოადგილე.