დღეს 7 ნოემბერია, ამ თარიღის ხსენებისას საზოგადოების დიდ ნაწილს, 14 წლის გასვლის მიუხედავად, მძიმე კადრები ახსენდებათ აქციის დარბევიდან.
პროცესი, რომელიც პარლამენტთან კარვების დაშლით დაიწყო, იმდროინდელი ხელისუფლების მოწინააღმდეგე მშვიდობიანი აქციის მონაწილეების ცემით ჯერ რუსთაველის გამზირზე, შემდეგ კი რიყეზე გაგრძელდა.
მძიმე დღის დასასრული ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შესვლა და არხის მაუწყებლობის გათიშვა იყო. მიხეილ სააკაშვილის ბრალდებების ჩამონათვალში, რომლებზეც სასამართლო განხილვები გრძელდება, 7 ნოემბრის საქმეც არის.