16 ნოემბერი 2024,   14:01
ვრცლად
გია გაჩეჩილაძე ხელისუფლებას მიმართავს, 7 ნოემბერი ღირსების დღესასწაულად გამოცხადდეს

რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები 14 წლის წინ, 7 ნოემბერს აქციის დარბევას იხსენებენ. 

აქციაზე გიორგი გაჩეჩილაძემ ხელისუფლებას მიმართა, რომ 7 ნოემბერი გამოცხადდეს ღირსების დღესასწაულად.

"ღირსების დღე არის ეს 7 ნოემბერი და ყველა იმ ადამიანის დღე, რომელმაც ამ 20 წლის განმავლობაში ღირსება შეინარჩუნა, არ დაკარგა, მიუხედავად ყველანაირი ზეწოლისა. ეს დღე დაიწყო 2 ნოემბერს, მოშიმშილეები აქ დასხდნენ 7 ნოემბერს, აი, იქიდან იწყება მთელი კოშმარი, რაც იწყება. კი, მართალია, მანამდე იყო ბუტა [რობაქიძე], იყო სანდრო [გირგვლიანი], მაგრამ ასეთი მასიური ტერორი იწყება ზუსტად 7 ნოემბრიდან. რაღაცნაირად, ერთად ვთხოვოთ და მივმართოთ ხელისუფლებას, რომ 7 ნოემბერი გამოცხადდეს ღირსების დღესასწაულად,"- განაცხადა მომღერალმა გიორგი გაჩეჩილაძემ.

დღის ამბები