16 ნოემბერი 2024,   13:56
ვრცლად
"რამდენი წელი ვიდექით ასე, ფოთოლი არ ჩამოვარდნილა ჩვენი მშვიდობიანი დგომით... თვითონ როგორ გაგვანადგურეს 7 ნოემბერს?!" - ია მეტრეველი

რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები 14 წლის წინ, 7 ნოემბერს აქციის დარბევას იხსენებენ. სიტყვით გამომსვლელებს შორის იყო მოკლული ბუტა რობაქიძის დედა. 

"რამდენი წელი ვიდექით ასე, რომ ერთი ფოთოლი არ ჩამოვარდნილა ჩვენი მშვიდობიანი დგომით. თვითონ როგორ გაგვანადგურეს 7 ნოემბერს, რა გვიქნეს, ასეთი განსაკუთრებული სისასტიკით გასწორება თავისივე ხალხის წინააღმდეგ, წარმოუდგენელია... ვერც ვუყურებ იმ კადრებს, არ შემიძლია. 7 ნოემბრის მონაწილეც ვარ და თუ რამე ხდებოდა, 9 აპრილიდან დაწყებული, აქ ვიდექი. ეს არის განსაკუთრებული ადგილი, სადაც ვიბრძვით მთელი ცხოვრება, სიკეთის, თავისუფლების და ამ ქვეყნისთვის, მაგრამ რაც სააკაშვილმა დაატრიალა, ასეთი ჯერ არ ჰქონია ქვეყანას,"- განაცხადა ია მეტრეველმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე კი მიიჩნევს, რომ რუსთაველის გამზირი უნდა იქცეს "ქართველის ხალხის ადგილად" :

"აქ საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები, ჩვენი მომავლისთვის ბრძოლა უნდა იჭედებოდეს და არა ვიღაც თაღლითების, მატყუარების, თვითმარქვიების, "- განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

დღის ამბები