"ნაციონალური მოძრაობა" მორიგი აქციისთვის ემზადება. ოპოზიციურ პარტიას მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული მობილიზაცია აქვს გამოცხადებული. თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი დემონსტრაციისთვის "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები რეგიონებიდან თბილისში ჩამოსვლას ავტოკოლონებით გეგმავენ.
ენმ-სა და მათი მხარდამჭერების პროტესტის მიზეზი და მთავარი მოთხოვნა უცვლელია - გადაიყვანონ მიხეილ სააკშვილი კერძო კლინიკაში.