16 ნოემბერი 2024,   14:06
ვრცლად
მინდა წარმატება ვუსურვო წალენჯიხის ოპოზიციონერ მერს, დამსახურებულად გაიმარჯვა - ირაკლი ღარიბაშვილი 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე წარმატება უსურვა წალენჯიხის ახლადარჩეულ ოპოზიციონერ მერს და განაცხადა, რომ მთავრობა კონსტრუქციულ რეჟიმში ითანამშრომლებს მასთან. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა თავისი ნათქვამი, იმასთან დაკავშირებით, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციონერის გამარჯვება მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის შემაფერხებელი იქნებოდა: 

"მინდა წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს, ერთადერთი ოპოზიციონერი კანდიდატია, რომელმაც გაიმარჯვა დამსახურებულად არჩევნებში და მინდა განვუცხადო მას, რომ ჩვენ მთელი ცენტრალური მთავრობა ვიქნებით მზად, რომ ვითანამშრომლოთ მასთან კონსტრუქციულ რეჟიმში და რა თქმა უნდა, მე როგორც პრემიერ მინისტრი გავაკეთებ იმდენივეს წალენჯიხისთვის და მათი მოსახლეობისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის. ჩემმა ნათქვამმა საარჩევნო კამპანიის დროს გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, მაგრამ მე მინდა დავაზუსტო დღეს, რომ ჩვენ რა თქმა უნდა, მთელი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციურ მერთანაც," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები