"ნაციონალური მოძრაობა" დღეს მორიგი აქციისთვის ემზადება. პარტია მხარდამჭერებს 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე ელოდება. მოთხოვნა უცვლელია - გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი კერძო კლინიკაში.
პარლამენტის უკანა შესასვლელთან კვლავ რკინის ღობე აღმართეს. საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან უსაფრთხოების გაძლიერება სავარაუდოდ, ოპოზიციის დაგეგმილ აქციას უკავშირდება.