საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველი დეკემბრიდან ქვეყანაში მწვანე პასპორტები ამოქმედდება.
მისი თქმით, მხოლოდ "მწვანე პასპორტის" მქონე ადამიანებს შეეძლებათ კვების და გასართობ დაწესებულებებში შესვლა.
"პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება "მწვანე პასპორტის" კონცეფცია და გაფართოვდება მისი მოქმედების არეალი. პირს "მწვანე პასპორტი" აქვს, თუ ის ვაქცინირებულია სრულად (ორჯერ), ჩატარებული აქვს 72 ვალიდურობის PCR ტესტი ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. მწვანე სტატუსი აქვს პირს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი, იყო წინადადება, რომ აქ შეზღუდვა ყოფილიყო 6 თვემდე, მაგრამ ჩემი ინიციატივა იყო, რომ ეს შეზღუდვა მოხსნილიყო. "მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იქნება 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის.
1-ლი დეკემბრიდან მხოლოდ მწვანე პასპორტით შეძლებენ მოქალაქეები შესვლას სხვადასხვა ობიექტებში. ეს ობიექტებია: კვების ობიექტები, გასართობი ცენტრები, გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, ასევე, საკონცერტო დარბაზები, სათამაშო ბიზნესის ობიექტები და ა.შ. ამის შესახებ პრესსამსახური დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებს,"-განაცხადა პრემიერმა.