თბილისში თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი დემონსტრაციისთვის "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები რეგიონებიდან ავტოკოლონებით მოდიან. უკვე დაიძრნენ სამეგრელოდან, ოპოზიციური პარტიის მომხრეები მოდიან გურიიდანაც. ამ რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტიდან აქციაზე წამსვლელები საჯავახოს ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და თბილისში ორგანიზებულად გაემგზავრნენ.
თბილისში დაგეგმილ აქციას უერთდებიან იმერეთიდანაც. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები ქუთაისსა და თერჯოლაში შეიკრიბნენ და თბილისისკენ უკვე გამოემართნენ.