16 ნოემბერი 2024,   12:20
ვრცლად
კოალიცია "დროა" გადადის საგანგებო მდგომარეობაზე და სხვადასხვა საპროტესტო აქციას აანონსებს - ნინო გოგოუაძე

კოალიცია "დროას" წევრმა ნინო გოგუაძე  განაცხადა, რომ კოალიცია და მათი წევრები გადადიან საგანგებო მდგომარეობაზე და სხვადასხვა საპროტესტო აქციას გეგმავენ. 

"პატიმარი სააკაშვილის მდგომარეობა დღითიდღე კრიტიკული ხდება. ამასთან ერთად, შიმშილობს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია. ჩვენ გადავდივართ საგანგებო მდგომარეობაზე, მივიღებთ მონაწილეობას ყველა არაძალადობრივ აქციაში, როგორც კოალიცის წევრები, მივიღებთ კოალიციის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას, დავგეგმავთ სხვადასხვა საპროტესტო აქციასა და სხვადასხვა მოქმედებას,"- განაცხდა ნინო გოგუაძემ. 

დღის ამბები