თბილისში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის ვიზიტი გრძელდება - ერიკა ოლსონმა ცოტახნის წინ დაასრულა შეხვედრა მესამე სექტორთან. შეხვედრა კელი დეგნანის რეზიდენციაში გაიმართა. შეხვედრაზე, ძირითადად, წარმოდგენილები იყვნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც საკუთარი დამკვირვებლები ჰყავდათ საქართველოში საარჩევნო უბნებზე. შესაბამისად, შეხვედრის მთავარი თემა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო, თუმცა შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ არჩევნების გარდა, საუბარი საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკითხსაც შეეხებოდა.
"ყველა იმ პრობლემურ საკითხზე იყო საუბარი, რაც ქვეყანაში ხდება - დაწყებული პოლიტიკური კრიზისით და ასევე, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა. ძირითადად მათ ჩვენგან მოისმინეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა სხვადასხვა მიმართულებით," - აცხადებს "ეკონომიკური კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი "ეკონომიკური კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი.