16 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები გლდანის ციხესთან მისვლას გეგმავენ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა "რუსთავი 2-თან" საუბრისას დააანონსეს, რომ ისინი რუსთაველის გამზირიდან გლდანის ციხესთან გადაინაცვლებენ და სწორედ იქ გააკეთებენ სპეციალურ განცხადებას. მაგრამ მათ დაწესებულებაში მისვლის დრო არ დაუკონკრეტებიათ. 

ციხესთან მისვლას არ გეგმავენ პოლიტიკოსები - თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ისინი რუსთავის ციხესთან, სადაც მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, მისვლას არ აპირებენ, რადგან ეს ჟესტი მათ პროვოკაციაში არ ჩაეთვალოთ

ექსპრეზიდენტის ტრანსპორტირება რუსთავის ციხიდან ვერტმფრენით მოხდა. რის შემდეგაც გლდანის ციხის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერება დაიწყო.

ტერიტორიაზე შეყვანილია სპეცრაზმი და დამატებითი საპოლიციო ძალები. დაკავებიდან 39-ე დღეს ყოფილი პრეზიდენტის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება დღეს კონსილიუმმა მიიღო.

დღის ამბები