25 აპრილი 2024,   14:33
ვრცლად
სააკაშვილი იზოლირებულ პალატაში მარტო იმყოფება, დაწესებულებაში ტომოგრაფიის აპარატის მონტაჟი მიმდინარეობს - ომბუდსმენის წარმომადგენელი

სახალხო დამცველის წარმომადგენლის განცხადებით, გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ტომოგრაფიის აპარატის მონტაჟი მიმდინარეობს. მან ასევე დააზუსტა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის ტრანსპორტირება, რუსთავის ციხიდან მანქანით მოხდა და არა ვერტმფრენით, კონკრეტულად კი, სასწრაფოს მანქანით. 

"ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი იზოლირებულ პალატაში, მარტო იმყოფება. მის პერიმეტრზე სხვა პატიმრები არ არიან,"- აცხადებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი. 

ის რამდენიმე წუთის წინ, გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა, სადაც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული. 

დღის ამბები